ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი  allproperty.ge -ს მაჟორიტარი მეწილე გახდა  
ნინო შუბითიძე
24 დეკემბერი, 2018, 13:21
თიბისი  allproperty.ge -ს მაჟორიტარი მეწილე გახდა  

თბილისი (GBC) -  Swoop -ის შემდეგ თიბისი ბანკი კიდევ ერთი ონლაინ პლატფორმის მქონე კომპანიას ყიდულობს. 

თიბისი ბანკი  და უძრავი ქონების საძიებო პორტალი allproperty.ge  პარტნიორები გახდენენ.

ბანკის ცნობით, თიბისი ჯგუფმა allproperty.ge-ს  90%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება და სავარაუდო საინვესტიციო პორტფელი უცნობია. 

ორმხრივი თანამშრომლობით საქართველოში პირველი, უძრავი ქონების  ციფრული  ეკოსისტემის განვითარება მოხდება.

ახალ პლატფორმაზე მომხმარებელს  შეეძლება უძრავი ქონების ბაზრის პროდუქტების  სრული ციკლი მიიღოს. მათ შორის,  მოიძიოს დაფინანსება, გააფორმოს  "სმარტ ხელშეკრულებები", მოახდინოს  უძრავი ქონების გადაფორმების  ონლაინ ოპერაციები, დაგეგმოს რემონტი, შეიძინოს ავეჯი, ან მიიღოს ანალიტიკური ინფორმაციები. 

ახალი პლატფორმაზე, რომელიც ბაზარზე აქტიურად 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება, დაერთება ყველა კომპანიას შეეძლება, მათ შორის, კონკურენტ ბანკებსაც. 

Allproperty.ge არის უძრავი ქონების საძიებო ვებ პორტალი. საიტზე უძრავი ქონების მფლობელებს და მაძიებლებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

2018 წლამდე allproperty-მ ითანამშრომლა 146-ზე მეტ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიასთან კონსალტინგის, ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები