ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნენსკრა ჰესის ახალი მშენებელი კომპანიის შერჩევა გაზაფხულზე დასრულდება
23 დეკემბერი, 2018, 22:44
ნენსკრა ჰესის ახალი მშენებელი კომპანიის შერჩევა გაზაფხულზე დასრულდება

თბილისი (GBC) -  სს „ნენსკრა ჰიდრო“  ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას არჩევს. არსებული გათვლით,  შერჩევა  2019 წლის I კვარტალში დასრულდება, რის შემდეგაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები განახლდება. 

ახალმა კომპანიამ წინა კონტრაქტორი უნდა ჩაანაცვლოს, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა. 

„ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია  Salini Impregilo გავიდა, რომელსაც ქართულ კონტრაქტორ კონსორციუმ GCC-სთან ერთად უნდა აეშენებინა ჰესი.

ახალი კონტრაქტორის შერჩევამდე კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.  მიმდინარეობს  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიით დაზიანებული გზის აღდგენა.  

 სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, რომელიც დაფუძნებულია ინვესტორის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა (K-water) და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ.

ნენსკრა ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია. ჰესი აშენების შემდეგ, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები