ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გიორგი სვანიძე ტარიბანაში ზეთისხილის ახალ პლანტაციას გააშენებს
23 დეკემბერი, 2018, 22:30
გიორგი სვანიძე ტარიბანაში ზეთისხილის ახალ პლანტაციას გააშენებს

თბილისი (GBC) - კომპანია „ქართული ზეთისხილი“ კახეთში, ტარიბანაში, ზეთისხილის ახალ პლანტაციას გააშენებს.

ახალი ბაღი, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ მხარდაჭერით,  1000 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება, რითაც „ქართული ზეთისხილის“ მფლობელობაში უკვე 1400 ჰა პლანტაცია იქნება. მათ შორის 400 ჰა სოფელ საქობოშია.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქართული ზეთისხილის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილება მცირე ნედლეულით ვერ ხერხდება.

400 ჰა ტეროტორიიდან წელს დაახლოებით 100 ტონა მოსავალი მიიღეს. ზეთისხილის მაღალი ხარისხის და განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობის გამო, ქართულ პროდუქციაზე  მოთხოვნა  დიდი პარტიებზეა, მათ შორის საექსპორტო ბაზრებიდან.

„ქართული ზეთისხილის“ მიერ ცივი გამოხდით მიღებული ზეთის შეძენა სურთ  ჩინეთშიც. საექსპორტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროდუქცია მიეწოდება საქართველოში მოქმედ ქსელურ კომპანიებს. Carefour -მა კომპანიას შეფუთვაზე საკუთარი ბრენდის დატანის სურვილითაც მიმართა, რითაც „ქართული ზეთისხილის“ ნაწარმისთვის Carefour -ის საერთაშორისო ქსელი გახდა ხელმისაწვდომი.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები