| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კრიზისი დასრულდა - Georgian Airways -ი მგზავრებს გეთვიკის აეროპორტში იხმობს.
კომპანიის ცნობით, ავიარეისი ლონდონი-თბილისი (A9 752) განხორციელდება დღეს (21.12) ლონდონის დროით 11:30 საათზე.
"განახლებული რეისის შესახებ ჩვენი „ქოლ-ცენტრი“ინფორმაციას აწვდის მგზავრებს. თუმცა, თუ თქვენი ნათესავი/მეგობარი/კოლეგა მგზავრობს რეისით A9 752 ლონდონი-თბილისის მიმართულებით, გთხოვთ შეატყობინოთ განახლებული ფრენის შესახებ. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას შეფერხების გამო და მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის! დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს „ქოლ-ცენტრს“ ან მოგვმართოთ ელექტრონულ : ფოსტაზე - info@georgian-airways.com", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ლონდონის გეთვიკის აეროპორტი გუშინ დაიხურა. ფრენები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ასაფრენი ზოლის სიახლოვეს უნებართვოდ მფრინავი დრონები აღმოაჩინეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss