ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სინერჯი კაპიტალი ქარელის ხილის  და ჩაიმანიას მეწილე გახდა
21 დეკემბერი, 2018, 11:48
სინერჯი კაპიტალი ქარელის ხილის  და ჩაიმანიას მეწილე გახდა

თბილისი (GBC) - სინერჯი კაპიტალი ქარელის ხილის  და ჩაიმანიას მეწილე გახდა.

კომპანიამ პარტნიორებს შორის დამფუძნებელთა შეთანხმება უკვე გააფორმა.

ქარელის ხილი დღეისათვის ადგილობრივ ბაზარის ფლობს 20%-ს ფლობს და წარმოდგენილია 11 მაღაზიაში (ქსელში) 15 პროდუქტით. ქარელის ჩირის ძირითადი მიზანია მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით.

 „ჩაიმანია“  კი, წარმოდგენილია თბილისში 7 სარეალიზაციო წერტილით, სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში,

„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, კომპანია შემდეგ 3 წელიწადში სულ მცირე 3-ჯერ გაიზრდება და გაახარებს თავის ქართველ მომხმარებელს“, - აცხადებს „სინერჯი კაპიტალის“ წარმომადგენელი პაპუნა ტოლიაშვილი

ქარელის ხილმა  ექსპორტზე საცდელი პარტიები უკვე გაიტანა. გეგმის მიხედვით, 3 წელიწადში პროდუქციის 20% სწორედ საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი.

კომპანიაში  დღეის მდგომარეობით 1,000,000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული და სწორედ შემდგომი გაფართოების მიზნით ხდება სახსრების მოძიება.

მოკლევადიან პერიოდში შედეგების გაორმაგებაა „ჩაიმანიას“ და „სინერჯი კაპიტალის“ მიზანი.

კომპანიის თანადირექტორი, ექს პირველი ვიცე პრემიერი მიიჩნევს, რომ „ჩაიმანიას“ დიდი პოტენციალი აქვს.

ვხედავთ პოტენციალს, რომ უკვე მომავალ წელს კომპანია აუცილებლად გაორმაგდება, სამომავლოდ კი ჩვენი ამბიციური გეგმაა რომ 10-ჯერ უფრო დიდი კომპანია მივიღოთ“, - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

კომპანიაში დასაქმებულია 20-მდე თანამშრომელი და აქვს მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა მომწოდებელთან - ჩაისა და ყავის საბითუმო გამყიდველ გერმანულ კომპანია Dethlefsen and Balk -თან, რომლიც ექსკლუზიური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები