| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქართველოში შესაძლოა მალე ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს.
“საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირთადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება.
„საპარტნიორო ფონდი“ მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალებზე სამუშაოდ.
„საქართველოსთვის გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden AB“-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. „საპარტნიორო ფონდისთვის“ საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss