| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პრობლემის წინაშე მოქალაქეები დადგნენ 2007 წლის შემდეგ, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პროცენტებზე ე.წ ზედა ზღვარი მოიხსნა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების განულებით მთავრობა ცდილობს, დაძლიოს ის პრობლემა, რომელიც 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა.
„ჩვენ დავიწყეთ საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და დანერგვა. ის წესები, რაც საქართველოში მოქმედებდა, იყო არასამართლიანი და ხშირ შემთხვევაში იყო თაღლითური. ეს გახლავთ სწორეს იმის მიზეზი, რომ თითქმის 600 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ე. წ შავ სიაში, ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა თავისი სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით მოხსნა ე.წ ზედა ზღვარი პროცენტებზე. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ 500-600-700 და 1000%-იანი სესხები. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც გახდა კატალიზატორი იმისა, რომ საქართველოში ჩვენ შეგვექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა და დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვცდილობთ დავძლიოთ ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა 2007 წლის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით", - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ შეძლო სამომავლო რისკების დაზღვევა, წარსულის გამოსასწორებლად კი, პრობლემური ვალების განულების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss