ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზი  წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის დასახელდა  
16 დეკემბერი, 2018, 17:30
ჯორჯიან მანგანეზი  წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის დასახელდა   

 

თბილისი (GBC) - მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ფარგლებში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის დასახელდა.

კომპანიას შესაბამისი სიგელი გადაეცა და დასაჩუქრდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის ასევე მოხვდნენ: “დრიმლენდ ოაზისი”; “ლისი დეველოპმენტი”; “მეღვინეობა შილდა”; “ქართული ზეთისხილი”; “ჯეოსთილი”.

ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება “თბილისი გარდენ ჰოლში” გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებენ. ბიზნესდაჯილდოება წელს XIX-ედ გაიმართა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები