| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - m2 კომერციული ფართების გაქირავებით მიღებული ფილადი ნაკადების უზრუნველყოფით ობლიგაციების ემისიის გეგმაზე აცხადებს.
"m2 - უძრავი ქონების" გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, მათ მფლობელობაში უკვე 40 მლნ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებაა და ეს პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
გიორგი ნატროშვილმა TV პირველის (საქმიანი დილა) ეთერში აღნიშნა, რომ პორტფელშია, მათ მიერ აშენებული კორპუსების პირველ სართულებზე განთავსებული ფართები, საოფისე შენობები თბილისის მასშტაბით და ასევე სასაწყობე მეურნეობები. ეს ქონება გაქირავებულია, 90% -იანი დაკავებულობით მთელი წლის განმავლობაში და ღირებულებაზე 10%-იან ამონაგებს აგენერირებს.
"ეს არის საკმოდ მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადების მოცულობა, რომელსაც კომპანია აგენერირებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფულადი ნაკადების საშუალებით გავაკეთოთ ობლიგაციების შემდეგი ემისია, რაზეც ვმუშაობთ და მოზიდული თანხა ისევ მიემართება კომერციული ფართების განვითარებისკენ", - აღნიშნა გიორგი ნატროშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss