| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – არაბი შეიხების თბილისური სასტუმრო წარმატებულად ოპერირებს. გახსნიდან პირველივე 1.5 წლის განმავლობში სასტუმრო „ბილთმორის“ მფლობელმა 35.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
2017 წელი კომპანიისთვის ოპერირების პირველი სრული წელი იყო. ჯამური შემოსავლები 29.9 მილიონს აჭარბებდა, მათ შორის სასტუმროს ნომრებიდან მიღებულმა შემოსავალმა 19.8 მილიონს გადააჭარბა. წლის სრული შემოსავალი 41 მილიონზე მეტია, წმინდა მოგება 8.8 მილიონია.
კომპანიას საკმაოდ დიდი თანხა აქვს დედა კომპანიისთვის დასაბრუნებელი, რომელიც სასტუმროს მშენებლობაში ჩაიდო (დაახლოებით 135 მლნ დოლარი).
7- ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბილთმორი" თბილისის ცენტრში მდებარეობს და 214 ნომერს მდიდრულ ნომერს მოიცავს. ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს ნაწილი გაცემულიყო იჯარით, საოფისე ფართებად. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასტუმროს ეს ნაწილი გადატანილია საინვესტიციო ქონებაში და მისი რეალური ღირებულება შეადგენს 16,78 მლნ ლარს.
2018 წელს შენობაში გაიხსნა კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL.
სასტუმროს 66.30% შეიხ ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანს ეკუთვნის, 20.22% შეიხ მოჰამედ ბუტი ალ ჯამედს , 13.4 % შეიხ სურურ ბინ მოჰამედ ალენაჰიანს,. ამასთან, საბოლოო მაკონტროლებელი პირი შეიხი ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანია , რომელიც ასევე ფლობს „ტერაბანკს“. ბანკის წმინდა მოგება 2017 წელს 16.3 მილიონი იყო.
წელს, წლის დასაწყისში, სამთავრობო ცვლილებებამდე, შეიხმა საქართველოში ინვესტიციების გაზრდის სურვილი გამოთქვა, განიხილავდა ახალი სასტუმროების განვითარებასაც. ძალაში რჩება თუ არა გეგმა უცნობია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss