ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ირანელ ინვესტორთა გამოწვევებზე ბიზნეს-კონფერენცია გაიმართება
12 დეკემბერი, 2018, 12:55
 საქართველოში ირანელ ინვესტორთა გამოწვევებზე ბიზნეს-კონფერენცია  გაიმართება

თბილისი (GBC) -  საქართველოში ირანელ ინვესტორთა გამოწვევებზე  14 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „ბილთმორში“ იმსჯელებენ.

ბიზნეს-კონფერენცია   ორგანიზაციის - „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ ორგანიზებით  იმართება.  

ორგანიზატორთა ცნობით,  კონფერენციის ძირითადი მიზნებია: სამუშაო ადგილების შექმნა, მომავალი ინვესტორებისთვის წინადადებების შეთავაზება და მათი მოზიდვა საქართველოში, ტურიზმის განვითარება, ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და შესაბამისად, მეტი მოქალაქის დასაქმება;

ღონისძიებას ირანელი და ქართველი ბიზნესმენები, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მოწვეულ სტუმრებს შორისაა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აბას თალები-ფარი.

ცნობისთვის: ააიპ „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნა. ორგანიზაციის მიზნებია: ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის ხელშეწყობა; ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოში ინტეგრაციის და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; საქართველოში ინვესტორების მოზიდვა; ინვესტორებისა და ბიზნესმენების უფლებების დაცვა და ა.შ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები