| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ატლანტიკ ჯორჯია უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივი კადრებით ჩანაცვლებას გეგმავს.
ფრანგულმა კომპანიამ ქუთაისის ქარხანაში, სადაც თანამედროვე სისტემის წყლის გამაცხელებლები იწარმოება, აგრარული უნივერსიტეტის საინჟირო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.
კომპანიას ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ინჟინრებსა და პერსპექტიულ სტუდენტებთან თანამშრომლობა აინტერესებს.
ქარხანაში სტუდენტები გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანიის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო ქარხნის პრობლემები ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციასთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოცემული პრობლემების გადაწყვეტაზე სტუდენტები იმუშავებენ საკურსო პროექტების ფარგლებში.
მუშაობა დაიწყება 2019 წლის იანვრიდან. სამუშაოებთან დაკავშირებულ ფინანსურ და მატერიალურ ხარჯებს გაიღებს კომპანია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss