| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ექს- პრეზიდენტი ე.წ ვალების ჩამოწერის პროცესს აფასებს.
ქადაგიძე პროცესის ხარვეზებით წარმართვაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ერთი წუთით გადავდოთ ე.წ. ვალების ჩამოწერის პოლიტიკური შინაარსის საკითხი და მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ: ქვეყნის “პირველი პირი” აანონსებს “მთავარ ინიციატივას” , რომლის მოლაპარაკებების პროცესი, სამართლებრივი ჩარჩო, ინიციატივის გამოცხადება, ელემენტარული არითმეტიკა, ეკონომიკური ეფექტი და დღეს უკვე ტექნიკური შესრულებაც კი ხარვეზიანია.
და ზუსტად ამითი ის სამწუხაროდ 100% -ანი სიზუსტით ასახავს ჩვენი ქვეყნის მართვის ხარისხს", - წერს გიორგი ქადაგიძე Facebook-ში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, ვადაგადაცილებული მსესხებლებისთვის სპეციალური საიტი 10 დეკემბერს, 18 საათზე გაეშვა, თუმცა ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss