| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ხვალ, 11 დეკემბერს, 12:30 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში, (მისამართი:ჭავჭავაძის გამზ. №29) SOLO -სა და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტის, გრანდიოზული საშობაო კონცერტის - The Sounds of Christmas-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
25 და 26 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაუვიწყარ საახალწლო კონცერტი გაიმართება.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტზე წარსდგებიან ცნობილი ქართველი მუსიკოსი − ბექა გოჩიაშვილი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.
კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან საფესტივალო გუნდი, ყველასათვის ცნობილი მომღერლები ნატალია ქუთათელაძე, ლევან დეისაძე და მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი არტისტები − მაიკ მიტჩელი, ქემრონ გრეივსი და მაქს გერლი, რომლებიც დაუვიწყარ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ.
კონცერტის ფარგლებში, სპეციალურად ამ დღისთვის, შესრულდება მუსიკალური პრემიერები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss