ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბახტაძე ოჯახის ვალებზე განმარტებას აკეთებს
ნინო შუბითიძე
10 დეკემბერი, 2018, 14:42
ბახტაძე  ოჯახის ვალებზე განმარტებას აკეთებს

თბილისი (GBC) – „როგორც ათი ათასობით ქართულ ოჯახს. ჩემ ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული“ - მამუკა ბახტაძეს დედის მიერ ნასესხებ და  მისი ძმის მიერ კერძო იპოთეკარის $70 000 -ის გასტუმრებაზე სატელევიზიო სიუჟეტის კომენტირება მოუწია.

პრემიერი ირწმუნება, რომ „ოჯახის ვალი არა შარშან, არამედ 2015 წელს იყო  გასტუმრებული“. 

ბახტაძე ვარაუდობს, რომ მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის შესახებ კიდევ ბევრ ფეიკ ნიუსს მოისმენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის და მისი გუნდი მოვალეობას პირნათლად ასრულებს.

„სიუჟეტში ვალდებულების შესრულება წარმოჩენილი იყო როგორც კომპრომატი. მოდელირებულ რეალობაში  ფეიკ ნიუსების ავტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცეში მრავლად გაუშვან. შეიმჩნევა ფასეულობების ტოტალურად აღრევა. თითქოს ვალდებულების შესრულება ცუდია და შეუსრულებლობა კარგი. ჩემი მოლოდინი გამართლდა და კმაყოფილი ვარ. კარგი ინტუიცია მაქვს“, - მამუკა ბახტაძე ოპონენტებისგან  ამ  კამპანიას ელოდა .

მისი თქმით, სიუჟეტში ცრუ ინფორმაცია გავიდა მისი ქონების, სახლის და მოსაზღვრე მიწის საკუთრების თაობაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები