ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შემცირდება
7 დეკემბერი, 2018, 14:51
უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შემცირდება

 

თბილისი (GBC) -  საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურება  7-8-ჯერ შეუმცირდება, - აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის ახალი რეგულაციის შედეგია. 

კომისიის მირ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის  უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას.

აღსანიშნავია, რომ დიდ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული ოპტიკური ქსელი აქვთ, უჩნდებათ ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორებს მისცენ დაშვება,  რის შედეგადაც პატარა ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ.

კომისიის მიერ მიღებული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ რეგიონებში, საბითუმო ხარჯის შემცირებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომი და უკეთესი პირობები შესთავაზონ. ხოლო მეორე მხრივ, ამავე ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც დღეს მხოლოდ ერთი დიდი ოპერატორია. ყოველივე ეს ჩვენს მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას არჩევანი რამდენიმე მომწოდებელს შორის, მისთვის უკეთესი პირობების გათვალისწინებით გააკეთოს.

ამასთან, დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვება უზრუნველყოფილი იქნება დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებით. ეს ვალდებულებაც სწორედ ბაზარზე მონოპოლიების არარსებობასა და კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o.“-ის სლოვაკეთის ოფისთან ერთად დაადგინა. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი იქნება, რაც ბაზარზე კონკურენციის გაზრდის უდიდესი შესაძლებლობაა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები