| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace კადრების მოსაძებნად დასაქმების ფორუმს აწყობს.
კომპანიის ცნობით, ფორუმი 9 დეკემბერს თბილისის საკრებულოს შენობაში, თავისუფლების #2-ში, 10:00 – 20:00 საათამდე გაიმართება. ფორუმზე დაინტერესებულ პირებს 250 ვაკანსიას შესთავაზებენ.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი დასაქმების ფართო არჩევანს სთავაზობს კანდიდატებს და 250 პროფესიონალის დასაქმებას გეგმავს. ვაკანსიები გამოცხადდება სხვადასხვა თანამდებობებზე შესყიდვების, დაცვის, საინჟინროს, დასუფთავების, დაჯავშნისა და მიმღებ განყოფილებებში, აგრეთვე სამზარეულოში, რესტორნებში, ბარებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.
„ ჩვენ გვაქვს მოლოდინი , რომ 9 დეკემბერს არაერთ საინტერესო კანდიდატს შევხვდები თ , რომელიც მონდომებულია შეუერთდეს შერატონის გუნდს “ ანდრეას ჰეიდინგსფელდერი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერი.
საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 2019 წლის გაზაფხულზე სრულიად განახლებული სახით გაიხსნება და თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრს შესთავაზებს სტუმრებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss