| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა.
საერთო სიგრძით 51,6 კმ საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 9,3 კმ სიგრძის არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ახალი, 42,3 კმ სიგრძის გზის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7 ხიდის მშენებლობა.
კომპანიის ცნობით, მარშრუტის პროექტირება ეტაპობრივად განხორციელდა, რამაც დამკვეთს შესაძლებლობა მისცა სამშენებლო სამუშაოები პარალელურად დაეწყო.
მალე დასრულდება საჩხერე -ქვემო ხევის 5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, საერთო ჯამში 14 კმ.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს 1,5-2 სთ-ით შეამცირებს.
ამჟამად თბილისიდან ონამდე 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 სთ სჭირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss