| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების კომპანია „ვისოლმა“ საწვავის 10 თეთრით ფასდაკლების ხერხს "უნიქარდთან" კოოპერაციით მიაგნო.
კომპანიის ცნობით, "უნიქარდის" ბარათის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად ახლა უკვე საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს.
შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად, რომელთა შორის საწვავიცაა.
„ნავთობპროდუქტებზე ცვალებადი ფასის პირობებში საზოგადოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხელშესახები შეღავათი მიიღოს საწვავის შეძენისას. 10 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლებით ყოველ ლიტრ საწვავზე, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის ბენზინისა და დიზელის პროდუქტები მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინონ და ისიამოვნონ მგზავრობით. ამავდროულად „უნიქარდის“ მფლობელებს შესაძლებლობა აქვს ბონუს ქულებიც დააგროვონ სასურველი საჩუქრებისთვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss