ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია
30 ნოემბერი, 2018, 16:01
ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია

თბილისი (GBC) - ბიზნესომბუდსმენის შეფასებით,  ოქტომბრის თვის მშპ-ს ზრდის რეალური  მაჩვენებელი ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია, რაც ასახულია სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით ზრდაში, იგულისხმება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები. ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას და სექტორები, რომლებიც ითვლება წამყვან სექტორებად საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენ იმედი გვაქვს რომ გარემო,  და მთავარი - პოლიტიკური გარემო იქნება სტაბილური, რაც  მიცემს ბიზნესს მუშაობის აქტიურ რეჟიმში გაგრძელების საშუალებას“ - განაცხადა  ირაკლი ლექვინაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფრომაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, 14.1%-ით გაიზდილია  შემოსავლები ტურიზმიდან, რაც  246 მლნ აშშ დოლარს შეადგინს. 11%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 13.9%-ითაა გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა.

ბიზნესომბუდსმენი  ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის ხელშემწყობ ფატორებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით რეგიონში საქართველო საუკეთესო ადგილად ითვლება, რომელსაც მსოფლიო ბანკის Doing Business -ის რეიტინგი ადასტურებს..

„გადასახადების დონე, შრომის ღირებულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ზოგადად ქვეყნის მიდგომა რომ ბიზნესისთვის იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები - ჯამში ამ ფაქტორების ერთობლილობა ქმნის ამ ზრდის მაჩვენებელს და მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნულო პროცესი გაგრძელდება და ინციატივები, რომლებიც  ეხება ბიზნესს იქნება ოპტიმალური და ასევე შეთანხმებული ბიზნესთან, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს პროგნოზირებადი გარემო გრძელვადიანი საქმიანობის დასაგეგემად.“-  განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ,  ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები