| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ჯგუფი „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც რუსული „როსნეფტის“ და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კომპანიაა, 2019 წელს შემოსავლების 0.5 მილიარდამდე გაზრდას უმიზნებს. ბიზნეს-გეგმის მიხედვით, მომავალი წლის სრული შემოსავალი 16.4 მილიონზე მეტი იქნება.
ამ მაჩვენებლის მიღწევამდე კომპანიამ 2017 წლის ფინანსური შედეგი გაასაჯაროვა და წლიური შემოსავალის 81.4 მილიონით 354.4 მლნ ლარამდე ზრდაზე განაცხადა. წლიური მოგება კი, 8.5-ჯერ არის გაზრდილი და 10.79 მილიონს აჭარბებს.
2017 წლის ბოლოსთვის ჯგუფი ფლობდა 4 ნავთობბაზას, 147 ავტოგასამართ სადგურს (ნაწილი იჯარით აღებულია) და 4 გაზგასამართ სადგურს. ავტოგასამართი სადგურები “გალფის” და „G- ეკონომის“ ბრენდით ფუნქციონირებს.
კომპანია ფლობს 100%-იან წილს შპს „სან სთორზში“, რომელიც, თავის მხრივ, ოპერირებს მცირე ზომის მაღაზიების ქსელს [43 ობიექტი], კომპანია, ასევე, ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში, რომლებიც, თავის მხრივ, ფლობენ ავტოგასამართ სადგურებს და მათი ეკონომიკური საქმიანობაა ქონების იჯარით გაცემა.
„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მფლობელია აშშ-ში რეგისტრირებული „ენერჯი ინვესტმენტ ვენჩერ ჰოლდინგსი“. ჯგუფის საბოლოო მფლობელები არიან სს „როსნეფტი“ და დავით იაკობაშვილი, 49% და 38%, შესაბამისად. დანარჩენ წილებს ფლობს სხვა სამი ფიზიკური პირი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss