| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ საარჩევნო კამპანიის მომსწრეა.
არჩევნებზე, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ქვეყანა ბოლოჯერ ირჩევს, 2 ძირითადი კანდიდატის ბიუჯეტი 15 მილიონს აღემატება.
საერთაშოროსო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 1 აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა ძირითადმა სუბიექტმა ჯამში 11 343 062 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, მათგან 8 998 948 ლარი (79.3%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 1 243 366 ლარი (11.6%) - გრიგოლ ვაშაძემ;
მეორე ტურში - 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა ძირითადმა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 4 128 323 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 3 592 724 ლარი (87%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 535 599 ლარი (13%) გრიგოლ ვაშაძემ;
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის 621 შემომწირველიდან 157 პირი იყო ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 137 ფიზიკური პირი „ქართული ოცნების“ ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 1 750 900 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 22%-ია.
გასულ წლებში იგივე პირებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში დაახლოებით 5 801 088 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის 15 შემომწირველს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს თანხები გაღებული ჯამში 795 000 ლარის ოდენობით;
არასამთავრო ორგანიზაცია მმართველი პარტიის მხარდჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულებებზეც აკეთებს აქცენტს - მათ შორის რამდენიმე არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობაზე, რომლებმაც სხვადასხვა საჯარო პოლიტიკური ღონისძიება გამართეს. მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას“, „არა მიშას, არა ნაცებს“, „არა ნაციზმს“ და სხვა.
უკანონო შემოწირულობად მიიჩნევს TI ასევე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქციების ორგანიზებას და სააგიტაციო მასალის გავრცელებს. ასევე მმართველი პარტიის მიერ ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო დასპონსორებულ რეკლამებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss