ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქობულია: ჯერ-ჯერობით ვგეგმავთ მხოლოდ საქართველოს ფოსტის პრივატიზებას
26 ნოემბერი, 2018, 18:08
ქობულია: ჯერ-ჯერობით ვგეგმავთ მხოლოდ საქართველოს ფოსტის პრივატიზებას

თბილისი (GBC) – ჯერ-ჯერობით ვგეგმავთ „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებას, სხვა სახელმწიფო კომპანიებზე საკითხი არის განხილვის პროცესში“, -  ეკონომიკის მინისტრი სახელმწიფო კომპანიების გასხვისებაზე განმარტებას აკეთებს.

მინისტრი ამბობს, რომ  მთავრობის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ამაღლება და პრივატიზაცია ამ მიზნის მიღწევის  ერთ-ერთი ბერკეტია.

გიორგი ქობულია „საქართველოს რკინიგზაში“ დაგეგმილ ნაბიჯებსაც განმარტავს.

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია, მოძრავი შემადგენლობების მეტი კერძო ოპერატორის დაშვება მოხდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სრულად „საქართველოს რკინიგზას“ ეკუთვნის.

„ეს არის  მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა“, - ამბობს ქობულია.

მისი თქმით, ასევე უნდა მოხდეს სს „საქართველოს რკინიგზის“ რეორგანიზაცია, რასაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. კერძოდ, უნდა გაიმიჯნოს ორი კომპანია რკინიგზის შიგნით  - რკინიგზის ინფრასტრუქტურის  მენეჯერი და მოძრავი შემდგენლობების ოპერატორი.

 „ყველაფერი ეს გვგონია, რომ  მოგვცემს საშუალებას  რკინიგზის ეფექტიანობამ  აიწიოს, რაც  მოგვცემს საშუალებას  მოვიზიდოთ მეტი ტვირთი  რკინიგზაზე და შევიტანოთ დიდი წვლილი ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში“, - ამბობს გიორგი ქობულია.

მისი თქმით, რკინიგზის წილის გასხვისებაზე ჯერ საუბარი არ მიდის. ასეთივეა დამოკიდებულება „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები