ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გვენეტაძე სესხების განულებაზე:  წნეხი და დაძალება არ ყოფილა
22 ნოემბერი, 2018, 16:09
გვენეტაძე სესხების განულებაზე:  წნეხი და დაძალება არ ყოფილა

თბილისი (GBC) - ე.წ სესხების განულების აქციაში სებ-ს მხოლოდ კონსულტანტის როლი აქვს, ფისკალური აგენტის, რომ გარიგება ხარვეზების გარეშე დაიხუროს.  ეს როლი კი, მას ეროვნული ბანკის ორგანული კანონით აქვს მინიჭებული.

სებ-ის პრეზიდენტმა ორ სუბიექტს შორის გარიგებაზე აღნიშნვს და დეტალების გასაჯაროების უფლებასაც  ფონდ „ქართუს“  უტოვებს, მას შემდეგ, რაც სიები დაზუსტდება და გარიგება ფინალურ ეტაპზე გადავა.  გვენეტაძემ განმარტა, რომ ამ სესხების დიდი ნაწილი ზარალში აღიარებული და ჩამოწერილია.

აღსანიშნავია, რომ ჩამოწერის მოუხედავად,  ფიზიკურ პირებს ვალის დაბრუნების უფლება უნარჩუნდებათ და ამ მიმართულებით არაერთი სესხის ამომღები სუბიექტი ოპერირებს ბაზარზე.

კანონმდებლებთან საუბრისას ფინანსური სექტორის ზედამხედველმა სექტორზე წნეხი სრულად გამორიცხა. თქვა, რომ დაძალება არ ყოფილა.  

„რამდენიმე ბანკმა მონაწილეობა არ მიიღო ამაში,  თქვეს, რომ ამაში მონაწილეობა არ უნდათ, ასევე რამდენიმე ონლაინ კომპანიამ და  კოლექტიურმა კომპანიამ. ასე რომ წნეხი და დაძალება არ ყოფილა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ბანკირი პროგრამის სიკეთეზე ამახვილებს ყურადღებას. იმის გამო, რომ მოქალაქეები შავ სიაში არიან  (რაც მომავალში აღარ იქნება) არ აქვთ საშუალება ლეგალურ სექტორში დასაქმდნენ, რადგან მათი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ  იმ სესხების დასაფარად წავა. პროგრამის შემდეგ  მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩრდილოვანიდან ლეგალურ სექტორში გადაინაცვლონ, რაც როგორც ეკონომიკისთვის,  ასევე საფინანსო სექტორისთვის დადებითი ფაქტორია.

„ურისკო ქმედება არ არსებობს და ამასაც შეიძლება ახლდეს მორალური რისკი, აქ  ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ  ეს არის ერთჯერადი აქცია, ისევე როგორც იყო გალარების სოციალური აქცია. ეს არის კარგი შანსი მოქალაქეებისთვის სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და საგულისხმოა, რომ  ეს ებმება პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღებას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას არ სჯერა ქვეყანაში 600 000 პირის შავ სიაში არსებობის და არც 1.5 მილიარდის სავალო პორტფელის. მიიჩნევენ, რომ მონაცემები გაზვიადებულია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები