| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2017 წელი საქართველოში თამბაქოს მწარმოებელი გლობალური კომპანიია Philip Morris -ისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
„ფილიპ მორისს საქართველოს“ წლიური ამონაგები 138.99 მილიონით (+63.3%), 358.27 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, რაც ნიშნავს 8.5%-იან მთლიანი მოგების მარჟას. 2017 წელს წმინდა მოგებამ 6,856 მლნ ლარი შეადგინა. კაპიტალის უკუგება იყო 114%, 2016 წლის უარყოფითი უკუგების ნაცვლად.
წლის მთლიანი მოგება 9%-ით 30.5 მილიონამდეა გაზრდილი. აქციზის სახით კომპანიას ბიუჯეტში 246 მილიონზე მეტი აქვს შეტანილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს მარკეტინგზე. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 11.99 მილიონი იყო, 2016 წელს კი 9 მლნ-ს აღემატებოდა.
„ფილიპ მორის საქართველოს“ აქციების 100%-ი მფლობელია Philip Morris S.A., რომლის საბოლოო მესაკუთრეა Philip Morris International Inc.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოში სიგარეტის იმპორტი, განბაჟება და ბითუმად გაყიდვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss