ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ინტერნეტ თავსახმები შემცირდა
21 ნოემბერი, 2018, 12:34
საქართველოში ინტერნეტ თავსახმები შემცირდა

თბილისი (GBC) -   საქართველოში ინტერნეტ თავსახმები შემცირდა.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ ცნობით, ივნის-სექტემბრის მონაცემებით, საქართველო 20-ეულს მიღმაა.

კერძოდ,  ყველაზე მეტი თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების მაჩვენებელი 20.4%-მდე შემცირდა, მეორე კვარტალში არსებული 23.87%-იდან (მე -18 ადგილი,) 2018 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი  31.40% (მე -14 ადგილი) იყო.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან  ოცეულში აღმოჩნდა სომხეთი (მე-5-ე ადგილი). სადაც მავნებელი ვირუსით დასნებოვნების მცდელობა განიცადა  მომხმარებელთა 29,16%. ხოლო აზერბაიჯანმა 26,67 % მაჩვენებლით დაიკავა მე-8-ე ადგილი.

საშუალოდ, მესამე კვარტალში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 18.82% -მა ერთხელ მაინც განიცადა Malware  კლასის მავნე ვებ-გვერდის თავდასხმა, ხოლო აპრილ-ივნისში ეს მაჩვენებელი 19.59 % გახდა.

"მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა საშიშროებას დაქვემდებარებული მომხმარებლების  წილი, ეს მაჩვენებელი  მაინც  მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს საშუალო მონაცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები  უნდა იყვნენ ფხიზლად განსაკუთრებით არაოფიციალური წყაროებისგან ინფორმაციის გადმოტვირთვისას და ყურადღება გაამახვილონ ინტერნეტ სივრცეში  სხვადასხვა საიტებზე შესვლისას. ასევე, ინტერნეტში სათანადო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდირებულია საიმედო ანტივირუსული ვებ-დაცვითი ფუნქციის მქონე  გადაწყვეტილების  გამოყენება", - აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი  საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები