| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წელი თეგეტა მოტორსის და Bridgestone-ის თანამშრომლობის საიუბილეო მე-20 წელია.
კომპანიის ცნობით, სწორედ 20 წლის წინ, 1998 წელს დაიწყო ქვეყნის საავტომობილო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მსოფლიოს ყველაზე დიდ საბურავების მწარმოებელ ბრენდს და თეგეტა მოტორს შორის.
თეგეტა მოტორსი გახლავთ Bridgestone-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანიებმა 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ Bridgestone Corporation-ის, Mitsubishi Corporation-ის და თეგეტა მოტორსის წარმომადგენლები და პარტნიორები.
ღონისძიებაზე შეჯამდა განვლილი 20 წელი და გაფორმდა მომდევნო 20 წლის პარტნიორობის სამმხრივი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა, Mitsubishi Corporation-ის გენერალურმა დირექტორმა ენჯი სუზუკიმ და Bridgestone Corporation-ის წარმომადგენელმა კენტარო საჯიმ.
„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ბაზარს, რადგან იგი ჩვენთვის მეტად პრიორიტეტულია. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, რაც გაყიდვებშიც აისახება. მუდმივად ვატარებთ ბაზრის კვლევას და კომპანიის წარმომადგენლები წლის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობენ თეგეტა მოტორსს სამუშაო ვიზიტებით. საამაყოა გყავდეს ასეთი ძლიერი პარტნიორი როგორიც თეგეტა მოტორსია, ჩვენ 20 წელია ვთანამშრომლობთ და მინდა აღვნიშნო ძალიან იშვიათია ასეთი სანდო და სტაბილური პარტნიორის ყოლა ჩვენს ბიზნესში“ - განაცხადა Bridgestone Corporation-ის წარმომადგენელმა კენტარო საჯიმ.კენტარო საჯი
„90-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ავტოპარკი ძალიან მოძველებული იყო და ძირითადად საბჭოთა წარმოების ავტომობილებით შემოიფარგლებოდა. საბურავების გაყიდვების უდიდესი ნაწილიც სწორედ რუსულ პროდუქციაზე მოდიოდა. ამის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავები. მიუხედავად ამ რისკებისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეწყო თანამშრომლობა და ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, დღეს Bridgestone-ის საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებაში. თეგეტა მოტორსი Bridgestone-ის ყველაზე მსხვილ პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში„ - თეგეტა მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძე
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss