| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
ფონდის ცნობით, 140 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 25 000 კვ.მ-ია.
„შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის საწყის ეტაპზეა და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს”, - აცხადებენ ფონდში.
დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.



| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss