| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დღევანდელი გადაწყვეტილებით 1.5 მილიარდიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს, - პრემიერი მამუკა ბახტაძე უიმედო ვალებზე მასშტაბურ ამნისტიაზე აცხადებს.
პრემიერის თქმით 600 000 -ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 150 000 სოციალურად დაუცველს და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დავალიანება განულდება. 31 დეკემბერს ისინი ვალების გარეშე შეხვდებიან.
ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება.
„მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, თემაზე ამ თემაზე საუბრობდა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში, დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე გადაიდგმებოდა პრინციპული ნაბიჯები ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩამოწერა შეეხება 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებს, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss