| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ 18 ფინალური პროექტი გამოფინა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გრან პრის (ჯილდო -შემეცნებითი ტური საზღვარგერათ) მფლობელები, პროექტისთვის - Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგი, გახდნენ: დეა ილარიოვნა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე (სერვანტესის სახ. გიმნაზიის - აია-ჯესს XII კლაასის მოსაწავლეები).
I ადგილზე (₾5 000), პროექტით - უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის, გავიდნენ მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე და ანა კალანდარიშვილი ( სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახ. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები).
II ადგილი (₾3 000), პროექტით - კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - „ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“- ერეკლე თაბაგარმა, ნინო მაკასარაშვილმა და თამარ დეკანოიძემ ( საჩხერის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასი) დაიკავეს.
III ადგილის (₾2 000) გამარჯვებულები, პროექტი - უსინათლოთა სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა - ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე (ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმის VIII-XII კლასი) გახდნენ.
თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმამ - StatusDonates.ge პროექტის ავტორისთვის სპეციალური პრიზი - ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდიაც დააწესა.
სპეციალური სტიპენდია თიბისის რჩეულს - სკოლა „კანდიდის“ XII კლასის მოსწავლეს - ივერ ჯაჯანიძესაც დაენიშნა პროექტისთვის - MineGuard. ივერის შექმნილ რობოტს შეუძლია მაღაროში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და კონტროლირებადი გახადოს. MineGuard აღჭურვილია ტენიანობისა და გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვზითა და ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა.
მკვლევართა კონკურსი რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის იანვარში გამოაცხადა. 38 საკონკურსო განაცხადიდან 22 თბილისიდან, 16 კი შემდეგი რეგიონებიდან იყო წარდგენილი: ქუთაისი, რუსთავი, საგარეჯო, ბათუმი, ვანი, ხონი, საჩხერე, წილკანი.
18 ფინალური პროექტის გამოფენის პარალელურად, მონაწილეებმა საკუთარი გამოგონებები 10 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის პრეზენტაციის ფორმატით წარუდგინეს.
2010 წლიდან კონკურსში 402 განაცხადი იყო. 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss