| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართულმა კომპანიებმა ჩინეთში 20 მლნ დოლარის პროდუქციის იმპორტის ხელშეკრულებები მოიპოვეს, - წარმატებულ სავაჭრო შეთანხმებებზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს.
პარნიორების მოძიება ქართველმა მწარმოებლებმა 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე შეძლეს. ღონისძიებაში 52 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
მიღწეული შედეგები ასეთია:
ჩინეთში ექსპორტს იწყებს კომპანიის „გეფერინი“ , რომლის პროდუქციაზე (ჩანთები, სადულეები, ფეხსაცმელი და.ა.შ.) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. აღსანიშნავია, რომ 2 მნიშვნელოვან ონლაინ საიტზე დაიდება მათი პროდუქცია, მათ შორის KAOLA.COM (მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციისთვის) ,რომელიც ძალიან კარგი პლატფორმაა ზემოაღნიშნული პროდუქციის გასაყიდად. 10 ქსელური მაღაზია დაინტერესდა გეფერინის პროდუქციით თავიანთ სავაჭრო ქსელში განთავსებით, ამასთანავე, მაღაზიის გახსნაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მაღაზია გაიხსნება შონგშენის პროვინციაში. უკვე გაფორმდა 10 000 ცალი სხვადასხვა ტიპის საქონლის გაყიდვის ხელშეკრულება.
კომპანიის „ელსელემა“ წარმომადგენლები გამოფენაზე შეხვდნენ დანიურ კომპანიას, რომელიც აუთსორსზე გაიტანს გარკვეული საქონლის შეკერვას და ელსელემა დაუმზადებს პროდუქციას. ადგილობრივმა კომპანიამ შეთავაზა მაღაზიის გახსნა ჩინეთში. აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
ქართული ლუდის კომპანიამ რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან, რომლის თანახმადაც კომპანიები 2019 წელს შეისყიდიან რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს.
კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ბიზნესკავშირები დაამყარა იაპონურ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც დიდი რაოდენობით ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში განხორციელდება.
კომპანიამ „ბარამბო“ ერთ-ერთ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ადგილზე 118 სავაჭრო წერტილის მფლობელია, ხელი მოაწერა 1 მილიონი დოლარის ღირებულების მემორანდუმს, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი წლიდან ჩინეთში ერთ-ერთი პროვინცია, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში მომხმარებელს მიაწვდის ბარამბოს ტკბილეულს. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე - მეორე სერიოზულ რითეილ-კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია „ბარამბო“-ს პროდუქციით.
ამასთანავე, ქართული სერვისების კუთხით იყო ძალიან დიდი ინტერესი. მაგალითისთვის - კომპანიის „ტაბლა“ სერვისით დაინტერესდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ დიდ რესტორნების ქსელთათ „Harvest Festiva” რომელსაც მხოლოდ შანხაიში 100 რესტორანი აქვს.
„ ეს არ არის საბოლოო შედეგები და ციფრები, რადგან ბევრი კომპანია ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან”, - აცხადებენ სააგენტოში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss