| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – დენდროლოგიურ პარკში გადარგული ასწლოვანი ხეების სიცოცხლისუნარიანობაზე შპს „ჯეო მულჩი“ ზრუნავს, რომელიც თიბისის დაჯილდოება 2018-ის 18 ფინალისტს შორის მოხვდა.
ნიადაგის განაყოფიერების ამერიკული მოდელი, რომელიც დანაფოტებული მერქნით ნიადაგის, ჰაერის და წყლის ეკოლოგიურ სისუფთავეს უზრუნველყოფს, საქართველოში, მიხეილ მესტვირიშვილმა 2014 წელს შემოიტანა. კომპანის დამფუძნებლის მიზანი სტაციონარული ქარხნის გაშვება და საექსპორტო წარმოებაა. ამას წარმადობის პროპორციულად $0.6-1.5 მლნ -ის ინვესტიცია სჭირდება.
ფინანსურ წელს 2018-ის დახურვის შემდეგ შეაფასებენ. 2014-2017-ის მონაცემებით ბრუნვა ₾ 0.3 მლნ-მდეა ასული.
|
|
|
₾არი |
|
|
|
2014 |
170 |
|
|
|
2015 |
49 700 |
|
|
|
2016 |
340 000 |
|
|
|
2017 |
300 000 |
|
წყარო: „ჯეო მულჩი“
მულჩი აშშ-ში კოლორადოდან გავრცელდა. მულჩირება მოშიშვლებული ნიადაგის გადაფარვაა, გადარეცხვა/ გამოფიტვა/ გაყინვა/ ეროზიისგან დასაცავად. ის 40–60%-ით აჩერებს წყლის აორთქლებას. ზედაპირის მულჩირება დროთა განმავლობაში ქვედა ფენას, მცენარეებისთვის, ბიოლოგიურად აქტიურ საკვებად გარდაქმნის. დამუშავებისას B ჯგუფის ბაქტერიებით და მინერალებით მდიდრდება.
მიხეილ მესტვირიშვილს დიდი სურვილი აქვს კერძოს გარდა დამკვეთი სახელმწიფო კომპანიაც გახდეს.. განსაკუთრებით თბილისს სჭირდება ეკოლოგიური წმენდის მხარდაჭერა. მულჩი ნიადაგის განაყოფიერების გარდა ჰაერსაც წმენდს ურბანული ნაწილაკებისგან და ქიმიური დაბინძირებისგან. შედეგი წვიმის ეფქტს უთანაბრდება. ამ დრომდე კომპანიის ყველაზე მსხვილი დამკვეთი „ურეკი რეზიდენსია“.
მულჩირებული ნიადაგი


| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss