| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანგარიშზე რა ევროც მქონდა, ლარში გადავიყვანე. ეს კომერციული საქციელია, რადგან მჯერა, რომ ლარი უფრო გაძლიერდება“ - ეკონომიკის მინისტრი ირწუნება რომ ლარს ენდობა.
გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ -ში განაცხადა, რომ ლარის გამყარებას ელის. ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტას რამე რომ სჭირდეს, ეკონომიკის საბალანსო ციფრებში უნდა გამოიხატებოდეს.
"მოსახლეობას მოვუწოდებ, ლარის ერთი და ორი თეთრით გადახრაზე რეაქცია არ ჰქონდეს, რადგან ლარი ბაზარზე თავისუფალ ვაჭრობაშია და ასეთი მოძრაობა ყოველთვის იქნება. ასეთი მოძრაობა დოლარსაც აქვს და ევროსაც“, – განაცხადა ქობულიამ.
მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ ამომრჩეველი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს და მას საშუალებას მისცემს, აღებული კურსით იმოძრაოს, ეკონომიკის ზრდის 7- 7.5%-მდე დაჩქარებაც შესაძლებელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss