| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავიაკომპანია Wizz Air „ვარდისფერი“ პარასკევის სპეციალურ შეთავაზებას აანონსებს და 11-55 მოგზაური ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს 2018 წლის 15-22 ნოემბერს დაჯავშნულ ყველა რეისზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
"Wizz Air მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს მოგზაურობის საუკეთესო შესაძლებლობები შესთავაზოს. თუ თქვენ ოჯახთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ, ან სულაც ბოლო წუთს მეგობრებთან ერთად ჯგუფური დასვენება გადაწყვიტეთ, Wizz Air-ის ფართო ქსელი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. რატომაც არ უნდა გაექცეთ კლებად ტემპერატურას და აღმოჩნდეთ თბილ, მზიან ზამთარში?! ან პირიქით, იქნებ ზამთრის კურორტებზე მოგზაურობა უფრო მოგწონთ და დროა, Wizz Air-ის შესაბამისი მიმართულებები დავჯავშნოთ?!
მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით და ახალი მოგზაურობა დაგეგმონ Wizz Air-ის საქართველოს ქსელში დღეს არსებული 21 მიმართულებიდან 14 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბერლინში, ვენაში, რომში, ბუდაპეშტში, ვარშავასა თუ პარიზში", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ცნობით, 10%-იანი ფასდაკლების შეთავაზება მოქმედებს ჯგუფურ ჯავშნებზე და ეხება აეროპორტის მოსაკრებელსა თუ გადასახადებსაც, თუმცა მასში არ მოიაზრება ფასდაკლება ადმინისტრაციულ საფასურზე. შეთავაზება ხელმისაწვდომია 2018 წლის 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის 24:00 საათამდე. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, საჭიროა, ბილეთი დაიჯავშნოს wizzair.com-ზე. ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ 11-55 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სტუდენტებისა და პენსიონერების ჯგუფების კატეგორიას.
შეთავაზება ეხება მხოლოდ იმ ჯავშნებს, რომელთა ფასიც ავტომატურად გამოჩნდება და არა მგზავრის მიერ ტარიფის გახსნის მოთხოვნის შესაბამისად. მოგზაურობის პერიოდი შეზღუდულია და მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დაჯავშნონ მაქსიმუმ 2019 წლის 31 მარტს დაგეგმილი რეისი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss