| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი პროექტის ახალ ფაზაზე გადადის - ახლა მთავარია კომპლექსის ოპტიმალური კონფიგურაციის შერჩევაა, რომ მისი ტექნიკური და გარემოსდაცვითი სპეციფიკაციები სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიო ტექნოლოგიურ სტანდარტებს.
რა ეტაპზეა პროექტი და როდის უნდა ველოდოთ სუფსაში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, GBC-მ SRPC -ის გენერალურ დირექტორ ლაშა ქორიძეს მიმართა.
GBC: რა ეტაპზეა სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს და ბაზრის კვლევა?
ლაშა ქორიძე: BFS - ის ბაზრის კვლევის და ტექნიკური კონფიგურაციის ნაწილები უკვე დასრულებულია. კვლევამ ცხადყო, რომ 2050 წლამდე ბაზარზე იქნება მზარდი მოთხოვნილება ჩვენს მიერ წარმოებულ ნავთობპროდუქტებსა და პეტროქიმიურ პროდუქციაზე. ქარხნის სიმძლავრე (5 მლნ ტონა წელიწადში) გათვლილი იქნება ისე, რომ ჩვენ შევძლებთ სრულად დავაკმაყოფილოთ საქართველოს მოთხოვნილება და ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი გავიტანოთ ექსპორტზე.
შესწავლილ იქნა ნავთობთობპროდუქტების ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე, მათი განვითარების პერსპექტივები 2050 წლამდე ჭრილში... საპროგნოზო ფასები და მოხმარების ოდენობები.... ასევე შეფასდა OPEC -ის და OPEC- ის არაწევრი ქვეყნების გავლენა ბაზარზე, მთელი გეოპოლიტიკური კონტექსტი და ტრენდები.
არგუსმა შეისწავლა ნავთობპროდუქტების ბაზრის გლობალური კონიუქტურა და გამოავლინა სუფსის პეტროქიმიურ კომპლექსზე მორგებული ნედლეულის მიწოდების უწყვეტი და რაც მთავარია დივერსიფიცირებული წყაროები, ასევე ლოჯისტიკური გზები. კვლევამ დეტალურად დაგვისაბუთა 2050 წლამდე რომელ ნავთობ და პეტროქიმიურ პროდუქტებზე იქნება მოთხოვნა მსოფლიოში.
GBC: რომელია სამიზნე საექსპორტო ბაზრები?
-არგუს მედიამ შეისწავლა მსოფლიო ნავთოპბოდუქტების გლობალური და რეგიონალური ბაზრები, და მათი დასკვნით მიზნობრივ ბაზრებად შერჩეულია თურქეთი, უკრაინა, ალჟირი, ეგვიპტე, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ჩინეთი. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა BFS-ის ფინანსურ ნაწილზე, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ მუშაობა ლიცენზიანტების შერჩევაზე.
GBC: ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომიდან დაანონსდა, თუ დაიწყო პროექტის წარდგენა და რომელ ინვესტორებთან ან ფინანსურ ინსტიტუტებთან ხდება შეხვედრები?
-პროექტის მიმართ ინტერესი დიდია, მჭიდროდ ვურთიერთობთ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი კომპლექსის მიმართ. ყველა მათგანი ელოდება ფინანსური მოდელის, ლიცენზიანტების წინადადების მიღებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დასრულებას. თუმცა, წინასწარი შეთანხმებები ინვესტორობთან გაფორმებულია. მათ შესახებ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ.
GBC: ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დაანონსა “მწვანე პოლიტიკის” პროექტი და მათ შორის, განაცხადა, რომ სურს საწვავის იმპორტის ელექტროენერგიის მოხმარებით ჩანაცვლება, ეს პოლიტიკა ხომ არ შეუშლის ხელს თქვენს გეგმებს?
-ჩვენი საწარმო დაპროექტებული იქნება ევრო 5+ სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მაქსიმალურ გათვალისწინებას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი გათვლილია ექსპორტზე, ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგია, განსაკუთრებულად იყოს ჩვენი ზრუნვის საგანი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორის ექსპერტებთან რათა მოხდეს მათი შერჩევა გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესამუშავებლად. პროექტი დაფუძნებული იქნება IFC-ის გარემოსდაცვით სტანდარტებზე და ESIA-ის ანგარიშა სავარაუდოდ ვორლეი პარსონის ჯგუფი მოამზადებს.
GBC: არსებული გეგმით, როდიდან უნდა ველოდოთ ქარხნის მშენებლობის დაწყებას და პირველი ფაზის დასრულებას?
-2019 წელი ჩვენ დაგვჭირდება გარემოსდაცვითი ღონისძიებების მაქსიმალურად გათვლისთვის, ლიცენზიანტების შერჩევისა და დეტალური დიზაინის მოსამზადებლად. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ დავიწყებთ EPC კონტრაქტორის შერჩევას, ვინც უნდა ააშენოს აღნიშნული ქარხანა. სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის მშენებლობის დასრულებას დასჭირდება დაახლოებით 4 წელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss