| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო IT მიმართულებით ახალგაზრდებს გადაამზადებს.
პროგრამით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, ასევე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობა.
,,განათლების სამინისტროს ინიციატივითა და ინოვაციების სააგენტოს დაფინანსებით ჩვენს ყველა ტექნოლოგიურ პარკსა და ინოვაციების ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გადამზადდნენ უფასოდ იმ მიმართულებით, რომელზეც მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მზარდია, ეს კი სამომავლოდ მათი დასაქმების ერთგვარი წინაპირობაა.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.
ახალი პროგრამები 24 ნოემბრიდან დაიწყება, ახალგაზრდებისთვის გადამზადების კურსები სრულიად უფასოა და ის ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ახმეტაში, თბილისში, კასპში, გორში, თელავსა და რუხში ერთდროულად განხორცილდება.
პროგრამაზე დარეგისტრირება მსურველებს 14 -დან 21 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/y49gco
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss