ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
დღის თემა - ნავთობის ფასი ჩამოიშალა
გამოყენებულია RBC-ს მასალა
14 ნოემბერი, 2018, 11:04
დღის თემა - ნავთობის ფასი ჩამოიშალა

თბილისი (GBC) - ნავთობის ფასი ჩამოიშალა.

სამშაბათის ვაჭრობაზე, ბაზარზე განწყობების მკვეთრი ცვლილების ფონზე, ნავთობის ფიუჩერსებმა ღირებულების 7% დაკარგა. თუ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ტრეიდერები 1 ბარელი ნავთობის 100 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებდნენ, ახლა ფასების 55-65 დოლარამდე ვარდნას არ გამორიცხავენ.

13 ნოემბრის ვაჭრობაზე Brent -ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 6.6%-ით, 65.47 დოლარამდე დაეცა, WTI -მა ღირებულების 7.1% დაკარგა და 55.69 დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ Brent -ის მარკის ნავთობი ოქტომბრის მაქსიმუმიდან ($86,29) 25%-ით არის გაიაფებული, რითაც  ოფიციალურად შევიდა ე.წ  „დათვების ციკლში“  (bear market).

WTI -ის მარკის ნავთობი კი, უკვე 12 სესიაა იაფდება.

რა მოხდა  ბაზარზე?

-ნოემბრის დასაწყოსში აშშ-მ სრულად აღადგინა ირანის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც 2015 წელს მოუხსნა. თუმცა თუ თავდაპირველად იმუქრებოდა, რომ ირანისდან ექსპორტს 0-მდე დაიყვანდა, ახლა 8 ქვეყანას უფლება მიეცა 6 თვის განმავლობაში ირანიდან ნავთობის შეძენა გააგრძელონ.

-ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა OPEC -ის  და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს  ახალი პროგნოზი, რომ  ნავთობზე მოთხოვნილება მოსალოდნელზე ნელი ტემპით გაიზრდება. მიზეზი  გლობალური ეკონომიკის შემცირების ნიშნებია.

-ბაზარზე იმასაც შიშობენ, რომ ნავთბის მიწოდება მოთხოვნაზე სწრაფად გაიზრდება. საუდის არაბეთი მოპოვების შემცირებას ითხოვს, რასაც აშშ და დოლალდ  ტრამპი ეწინააღმდეგება. ტრამპმა  OPEC გააფრთხილა, რომ ფასები დაბალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.

-ამასთან, ჰეჯ-ფონდებმა გასულ კვირას მკვეთრად შეცვალეს პოზიცია და 2017 წლის აგვისტოდან მინიმუმამდე შეამცირეს ნავთობის ფასის ზრდაზე ფსონები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები