ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მაჭავარიანი: ლარის ბოლოდროინდელი მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური
13 ნოემბერი, 2018, 19:01
მაჭავარიანი: ლარის ბოლოდროინდელი მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური

თბილისი (GBC)- ლარის ბოლოდროინდელი მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური, არც საგარეო და არანაერ არგუმენტს არ ვიშველიებ. ბოლო პერიოდის რყევა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ პოპულიზმით გამოწვეული რაც დღეს ხდება საქართველოში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. 

ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა და საფრთხე, ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებისთვისაც  არის ზღვარგადასული პოპულიზმი. მინისტრმა ცნობილი  ჰეჩფონდის დამფუძნებელი  რეი დალიოს შეხედულებები მოიშველია, რომელიც ეკონომიკური კრიზისების სათავეს სწორედ პოპულიზმში ხედავს. 

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დღეს  ყველა მიმართულებით ეკონომიკაში არის სწორი ტრენდები. 

"მე თვითონ ვიყავი გაოცებული. 4 თვის წინ შემოვუერთდი  საჯარო სამსახურს. მე არ მეგონა,  გარედან მეც ვერ აღვიქვამდი მაკროეკონომიკურად რამდენად სწორად და ჯანსაღად გამოიყურება ეს ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არც ოქრო და არც ვერცხლი. ჩვენი ნავთობი არის ამ ტენდენციების შენარჩუნა წლების განმავლობაში, გამძლეობა იმ აღვირახსნილ პოპულიზმში არგადავარდნა რომელსაც თქვენ და თქვენ ზემოთ მჯდომი პარტია უბიძგებთ , - მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები