| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –„კრედიტინფო საქართველომ“ საკრედიტო ქულის სისტემა შეცვალა.
სქორინგის სისტემით, გადახდების მიხედვით, უფრო ზუსტად ფასდება სესხის ხარისხი, მისი გადეფოლტების შანსის გათვალისწინებით.
შეიცვალა საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი ქულების რაოდენობა. ძველ მოდელში E3 რეიტინგის შესაბამისი ქულა 200-მდე იყო, ახალში, 189-მდე. სულ, 5 ძირითადი ცვლილებაა. შეიცვალა სარეიტინგო სისტემის ცვლადების ხვედრითი წონები მთლიან კალკულაციაში.
კრედიტინფო მომხმარებელს საკრედიტო ქულის და რეიტინგის შესაძლო ცვლილებაზე ატყობინებს და იმაზეც, რომ ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ მზად არის.
როგორც იცით, საკრედიტო ბიურო სებ-ის ახალი წესით ოპერირებს. მსესხებლის 30 დღემდე და 30 დღიდან გადაცდომას ერთი სტატუსი მიეცა - ვადაგადაცილება. ნეგატიურის ნაცვლად კი ჩნდება „იყო ვადაგადაცილება“.
კრედიტინფოს შეფასების უფლება ჩამოერთვა. ის ვერ დაასკვნის მსესხებელი ნეგატიურია თუ პოზიტიური. მის დაკრედიტება, არ დაკრედიტებას რეალური ფაქტების გათვალისწინებით, კრედიტორი გადაწყვეტს.
ახალი წესის მიხედვით, კრედიტინფო ინფორმაციას 7-ის ნაცვლად 5 წლის განმავლობაში შეინახავს, ამასთან ყოველგვარი სტატუსის და შეფასების გარეშე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss