ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეზონანსი: გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება
7 ნოემბერი, 2018, 14:11
რეზონანსი: გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება

თბილისი (GBC) - დიდი ალბათობით, მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება. სავარაუდოდ, ტარიფი 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 1 კბ/მ 50 თეთრი გახდება, - გაზის ფასის ზრდაზე გაზეთი რეზონანსი წერს. მიზეზად ლარის კურსის ვარდნას ასახელებს. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ  მარეგულირებელი კომისია მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.

რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით სემეკში წინასწარ არ საუბრობენ. თუმცა, როგორც სემეკის  წევრი გოჩა შონია „რეზონანსთან" ამბობს, ტარიფში ლარის კურსი, სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება.

„ტენდენცია ჯერ არ ჩანს და გადასახადის გაძვირების თემაზე საუბარი ნაადრევია. დეპარტამენტი ახლა გადის ხარჯების აუდიტს და დეტალურად ყველა ხარჯს აჯამებს. ეს არის  გეგმური გადახედვა. მოქმედ ტარიფს ვადა გასდის 31 დეკემბერს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ განაცხადების განხილვა. ეს არ არის მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფი, საკმაოდ კომპლექსური თემაა, რომელიც ეხება მიწოდების ნაწილს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს, დიდი სამუშაოა გასაწევი.

ცხადია, კურსი თავისთავად მოქმედებს გაზის სექტორზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კურსს გარკვეული ზეგავლენა აქვს. შესაძლოა, მიწოდების ნაწილში ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ განაწილების კომპლექსში შემცირდეს, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ინვესტიციების ხარჯიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ როგორ შეიცვლება ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გოჩა შონია.

სპეციალისტები არ მალავენ, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდებიან. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ლარის კურსი 2,80-იან ნიშნულს უახლოვდება, რაც გადასახადის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები