| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად რჩევებს აძლევს.
ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ დასახელებული ნაბიჯები მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადადგას, რომ კურსის მკვეთრი გაუფასურება შეჩერდეს.
კერძოდ მთავრობამ:
1) სასწრაფოდ შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა ასეთის არსებობის შემთხვევაში ან გამოაქვეყნოს დეტალურად რიცხვები, რომ არ ხდება ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა;
2) დააანონონსოს 2019 წლის ბიუჯეტის გადახედვა და გადასახადების შემცირება. ფასებზე დადებითად რომ აისახოს, პირველ რიგში აქციზის გადასახადი და დღგ;
3) 2019 წლისთვის შეკვეცოს ის პროექტები (თუნდაც კაპიტალური), რომლებიც ვალს გვიზრდის;
4) სებ- მა უნდა შეამციროს ლარის მასა და უნდა გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა. მათ შორის უნდა აწიოს პროცენტები რეფინანსირების სესხებზე;
5) ის საბანკო რეგულაციები, რომლებიც ძალაში შედის 15 ნოემბრამდე უნდა გაუქმდეს და მოხდეს კიდევ მეტი ლიბერალიზაცია ბაზრის;
6) საწყის ეტაპზე მინიმუმ გადადოს გაურკვეველი ვადით საპენსიო რეფორმა, რომელიც ზრდის გადასახადებს და არამარტო;
7) შეწყვიტოს არეულობისკენ მოწოდებები, რომ არჩევნების შემდეგ მათი გარდაუვალი წაგების შემდეგ მოხდება რამე ცუდი.
ესაა მოკლევადიანი და აუცილებელი ნაბიჯები, რაც შეუძლია მთავრობას გააკეთოს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლებამ ყველანაირი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და მათი იმედი არ უნდა გვქონდეს“, - წერს ზვიად ხორგუაშვილი Facebook-ში თავი გვერდზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss