ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირის აეროპორტებში სიცრუის დეტექტორების დამონტაჟება დაიწყეს
7 ნოემბერი, 2018, 11:09
ევროკავშირის აეროპორტებში სიცრუის დეტექტორების დამონტაჟება დაიწყეს

თბილისი (GBC) - ევროკავშირი აეროპორტების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში ინტელექტუალურ სისტემების დამონტაჟებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც უცხოელებს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ, - წერს avianews -ი  The Travel-ზე დაყრდნობით. 

პორტალის ცნობით, ევროკავშირის ქვეყანაში შემსვლელთა ნაკადი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაკონტროლდება, რომელიც დაადგენს ადამიანი სიმართლეს ლაპარაკობს თუ სიცრუეს.

პროექტი სახელწოდებით iBorderCtrl-ი უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს უნგრეთის, ლატვიისა და საბერძნეთის აეროპორტებში. ექსპერიმენტი 6 თვის განმავლობაში გასტანს და სწორედ მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული გაფართოვდება თუ არა „ტყუილის დეტექტორის“ დაფარვის ზონა.

სისტემა წარმოადგენს კამერით აღჭურვილს რობოტს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ადამიანის სახის 40 მიკრო გამოსახულება შეისწავლოს და გაანალიზოს, მათ შორის ქუთუთოების მცირედი მოძრაობაც კი.

შემოწმებისას რობოტი მოგზაურობასთან დაკავშირებით დასვამს რამდენიმე კითხვას და მგზავრის რეაქციას დააკვირდება.

ვირტუალურ მესაზღვრეს აქვს ონლაინ აპლიკაცია, რომელიც იწერს სავიზო და საპასპორტო მონაცემებს. თითო რობოტზე თითო ადამიანი იქნება მიმაგრებული და თუ კი რობოტს რაიმე ეჭვი „გაუჩნდება“, მაშინ ის  შემდეგი კვლევის მიზნით პროცესში ჩაერთვება.

ადრე iBorderCtrl-ის ტესტირებაში 30 მოხალისე იყო ჩართული. კვლევის შედეგების მიხედვით რობოტმა დეტექტორმა სიცრუე 76%-ის შემთხვევაში გამოავლინა. სპეციალისტები კი ამ დონის 86%-მდე აწევას ვარაუდობენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები