ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ
წყარო: ლიბერალი
5 ნოემბერი, 2018, 15:31
შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ

თბილისი (GBC) - მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ოჯახის წევრები და უფლებდამცველები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავენ.

წერილში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც დღემდე სახელმწიფო მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობენ. ასეთი სულ 730 ადამიანია.

მათგან, 448 ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში, 252 კი პანსიონატებსა და  სათემო ორგანიზაციების დიდი ზომის საცხოვრისებშია მოთავსებული. 

წერილში ნათქვამია, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში, სადაც ხდება მათი ნამდვილი ინკლუზია.

განცხადების მიხედვით, 2019 წელს ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის მიხედვით, იგეგმება შშმ პირების დიდი ინსტიტუციებიდან გაყვანა.

მშობლები წერენ, რომ მათი ცნობით, სახელმწიფო „ამ ადამიანებისთვის გეგმავს სხვადასხვა ტიპის ახალი ინსტიტუციების აშენებას და ამით გვიჩვენებს, სინამდვილეში რამდენად არასწორად იაზრებს  არსებულ პრობლემებს და ცვლილებების საჭიროებას ისევ და მხოლოდ ინფრასტრუქტურის შელამაზებაში ხედავს. მეტიც,  თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს შშმ პირთა ინსტიტუციონალიზებას“.

მშობლები პრემიერს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ:

მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის  დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე (რეალური ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით);

შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, იმუშავებს დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების)  სამოქმედო გეგმაზე. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს,  სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე;

შემუშავდეს ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები