ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Sothbey's აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო გაიყიდება
3 ნოემბერი, 2018, 18:40
 Sothbey's აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო გაიყიდება

თბილისი (GBC) - Sothbey's აუქციონზე ნიკო ფიროსმანის  ნამუშევარი გამოიტანეს. 

ფიროსმანის ტილო "ქალი ლეჩაქით" ლონდონში გამართულ აუქციონზე 27 ნოემბერს გაიყიდება. ტილო  500-700 000  ათასი ფუნტია. 

Sotheby's -ს ცნობით, ტილო  “ქალი ლეჩაქით” წლების განმავლობაში ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კერძო კოლექციაში ინახებოდა. ცვაიგმა ფოროსმანის ტილი 1928 წელს მოსკოვში ვიზიტისას შეიძინა. მოგვიანებით ცვაიგის მეუღლემ ნამუშევარი ამერიკელ მთარგმნელს ჰარი ზონს აჩუქა, ამ უკანასკნელმა კი, ტილო   ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა. ნახატი  1981 წლიდან დღემდე ბიბლიოთეკაში, შტეფან ცვაიგის ოთახში ეკიდა. 

შეგახსენებთ, 2016 წელს Sotheby's -ს აუქციონზე  ნიკო ფიროსმანის  ტილო “შველი წყლის პირას” გამოიტანეს, ის  ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ტილო Sotheby’s აუქციონზე საწყის ფასზე 4-ჯერ ძვირად გასხვისდა, კერძოდ, ივანიშვილმა მასში  629 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით"  Christie's აუქციონზე 1,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები