ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქადაგიძე VS ხაზარაძე - მსხვილ ბიზნესს არასდროს არც ერთ ხელისუფლებასთან არ უჭირდა საკუთარი ინტერესების ლობირება
2 ნოემბერი, 2018, 16:50
ქადაგიძე VS ხაზარაძე - მსხვილ ბიზნესს არასდროს არც ერთ ხელისუფლებასთან არ უჭირდა საკუთარი ინტერესების ლობირება

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო ბანკის თავმჯდომარის განცხადებას, რომ "2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება" - სოციალურ ქსელში პასუხობს.

"მხოლოდ ჯიუტი რიცხვები კომენტარის გარეშე: თიბისი ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 594 მილიონი ლარი, საკრედიტო დაბანდება 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით 1,173 მილიონი ლარი (წლიური ზრდა 97%). 

არაერთხელ მითქვამს, პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, მსხვილ ბიზნესს არასდროს არც ერთ ხელისუფლებასთან არ უჭირდა საკუთარი ინტერესების ლობირება (ცალკეული შემთხვევების გამოკლებით).

აი ვისი ხმაც არასდროს ისმოდა, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ადამიანები ვისთვისაც 20, 50 და 100 ათას ლარიანი ჯარიმა და საურავი გაკოტრების ტოლფასი იყო.

რაც შეეხება როგორი რეაქცია ქონდა ინვესტორებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ნაჩვენებია დიაგრამებზე. საერთაშორისო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც გაიზარდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად ცალსახად მიუთითებს ინვესტორების საერთო ოპტიმიზმზე.

პ.ს. ძვირფასო ჟურნალისტებო, ძალიან ძალიან დიდი პატივისცემით, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სულ ეს არის ჩემი კომენტარი ამ თემაზე ", - წერს გიორგი ქადაგიძე, რასაც  ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ამსახველ ფოტოს  ურთავს. 

Giorgi Kadagidze-ს ფოტო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები