ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის
2 ნოემბერი, 2018, 15:29
გვენეტაძე: ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის

თბილისი (GBC) - ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ აქსიომის დასტურად ფაქტებს იხმობს. 

"ჩვენთან ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას.

დღეს დილით სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia - ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%, ხოლო თვიური ინფლაცია 0.3%-ია. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ, რომ 2007-2008 წლებში (როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე "მყარი" იყო), ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა). რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და რომ ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს.

✔️ ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს.

✔️ შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ნიშნავს ინფლაციას 3%-თან ახლოს. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი, დაბლა იქნება, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს შენარჩუნდება", - წერს კობა გვენეტაძე 

Koba Gvenetadze-ს ფოტო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები