| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- პრეზიდენტობის არჩევნების მეორე ტურში გადასულმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში პირველ ადგილს გამარჯვება უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
"ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა"?! - სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
ამბობს, რომ შუა ბრძოლაში მხარდამჭრებს და თანამებრძოლებს არ მიატოვებს და მეორე ტურისთვის მზად არის.
"მე მგონი არ მიცნობენ. კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი ბოლომდე წამსვლელი ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის", - ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, დღეს არის არჩევანი 2 საქართველოს შორის, თუ როგორი გვინდა იყოს საქართველო ეს არის არჩევანი
"ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის ევროპა, ჩვენ მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმათა 38.64% მიიღო, მხოლოდ 0.9%პ/პ მეტი კონკურენტ გრიგოლ ვაშაძის ხმებთან შედარებით.
დღეს მედიაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურა მოეხსნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss