| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ოქტომბერში უკვე მეორედ გადახედა.
World Economic Outlook -ის ოქტომბრის ანგარიშით ფონდმა 2018 წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა, თუმცა თვის ბოლოს ისევ 5%-იან ნიშნულზე დააბრუნა.
2019 წელს ფონდის შეფასებით მშპ-ს ზრდის ტემპი 4.8%-ის ნაცვლად 4.6% იქნება.
„2018 წლის ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლო დროს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.
მისივე თქმით, ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია.
"რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss