| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპაში წელს ღვინის წარმოებამ შესაძლოა, ბოლო 5 წლის მაქსიმუმს მიაღწიოს, რაც საერთაშოროსო ბაზარზე ღვინის გაიაფებას გამოიწვევს, ეს კი ნეგატიურად აისახება სხვა მწარმოებლებზეც, მათ შორის საქართველოსა და რუსეთშიც.
ევროპული კომისიის პროგნოზით, 2018/19 წლებში ღვინის წარმოება წინა სეზონთან შედარებით, 22.1% -ით, 175.6 მლნ ჰექტოლიტრამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ზრდა შარშანდელი ძალიან ცუდი სეზონის შემდეგ ხდება. 2017/18 წლებში ღვინის წარმოება ევროპაში 1982 წლიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელზე გავიდა, რამაც ღვინის გაძვირება გამოიწვია.
"კარგი მაჩვენებელების გამო რუსი იმპორტიორების ნაწილი ფასების შემცირებისთვის უკვე ემზადება", - წერს RBC.
„ჩვენი გათვლებით, მეწარმოებლები შეამცირებენ დისტირბუტორებისთვის შესასყიდ ფასს, რაც საბოლოო ჯამში, აისახება მომხმარებელზე“, - ამბობს კომპანია „ლუდინგის“ დამფუძნებელი სერგეი პრაკსინი.
კონკრეტული ციფრები ახალ წლამდე არ დასახელდება, ვიდრე ახალი მოსავლის ღვინო არ დაიწყებს ბაზარზე გამოსვლას. ამასთან, ფასდაკლებას ყველა სახის ღვინოზეც არ ელიან. მაგალითად, საფრანგეთის რეგიონების ნაწილში რთული გარემო პირობები მოსავალზეც აისახა. იტალიაში, სიცილიასა და პულიაში კი, სერიოზული ზრდა არ ყოფილა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss