ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კალაძე: ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება -ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია
29 ოქტომბერი, 2018, 12:34
კალაძე: ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება -ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია

თბილისი (GBC) - ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ  ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით, - ასე ეხმაურება ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგებს. 

კალაძე ამბობს, რომ გზავნილი მიღებულია და  მთავრობა მას ქმედითი ნაბიჯებით უპასუხებს.

კალაძე აღიარებს, რომ  როგორც ყველა ხელისუფლებას,  ძალაუფლების კონცენტრაციამ, მათ  გადაჭარბებული თავდაჯერებულობა შემატა და "არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან".

"ამის  შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია", - განაცხადა კალაძემ. 

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო; "ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა".

 

კალაძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და მათი მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები